
ოლივერ კესტერი
საამჩქარებლო სამმართველოს მოვალეობები და პასუხისმგებლობა
საამჩქარებლო სამმართველო პასუხისმგებელია არსებული საამჩქარებლო სისტემების ექსპლუატაციაზე, მომსახურებაზე და განვითარებაზე. გარდა ამისა განაყოფი იკავებს წამყვან როლს FAIR სისტემის ამჩქარებლების პროექტირებასა, მშენებლობაში და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ზედამხედველობაში. საამჩქარებლო სამმართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით განხორციელდა სხივური ტერაპიის (მძიმე იონების ტერაპია) გარე პროექტების ამჩქარებლების ექსპლუატაციაში შეყვანა ჰეიდელბერგის და პავიის საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში, სხივური ტერაპიის პროექტი მარბურგში. ჰეიდელბერგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოსთვის პროექტის განთავსება და რეალიზახია განხორციელდა საამჩქარებლო სამმართველოს მიერ.
GSI სისტემების ამჩქარებელი ძირითადად შედგება UNILAC -ისა და იონის წყაროებიდაბ, SIS18- ისა და ESR-ის შესაბამისი კომპონენტებისაგან ექსპერიმენტული მიზნებისათვის. GSI სისტემებისათვის ღონისძიებათა განხორციელება მოიცავს ამჩქარებლის სექციათა ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს, ასევე რამდენიმე, HITRAP -ის მსგავსი,პროექტში მონაწილეობას, ახალ ექსპერიმენტალურ დარგებში მასალათა კვლევების განხორციელებას. კიდევ ერთი ამოცანაა - FAIR - ის სისტემების მოთხოვნებს დაკ,აკოფილება, განსაკუთრებით UNILAC-ისა და SIS18-ის მაღალი ძაბვის განვითარების მხვრივ.
საამჩქარებლო სამმართველო შედგება 12 დეპარტამენტისგან (LINK),, რომლებიც მოიცავენ როგორც ტექნიკურ, ასევე ოპერატიულ სექტორებს, როგორიცაა ამჩქარებლის სისტემა და ვაკუუმის ტექნოლოგია, სხივური დიაგნოსტიკის მაგნიტური ტექნოლოგია, ელექტრონიკა, მაღალი სიხშირის ელექტროტექნიკა. ყველა დეპარტამენტი მონაწილეობს FAIR -ის ამჩქარებლების სამშენებლო საქმიანოპბაში, ოპერატიულ მართვაში და მომსახურებაში. ამჩქარებელთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობა სამართლებრივად ხორციელდება FAIR GmbH- თან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
სამმართველოს უფროსი და თანამშრომლები
პროფესორი ოლივერ კესტერი დაწინაურდა და 2010 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა საამჩქარებლო სამმართველოს უფროსად. ის შეცვალა ამ პოსტზე დოქტორი ჰარტმუტ ეიქროფტი, რომელმაც 2010 წლის დასაწყისიდან შეუდგა ტექნიკური მენეჯერის ახალი მოვალეობების შესრულებას. ბატონი კესტერი ასევე არის ფრანკფურტში გოეთეს უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტისპროფესორი.
საამჩქარებლო სამმართველოში მასთან ერთად თანამშრომლობენ ლუდვიგ დალიl, ბინფრედ ბარტი, პიტერ სპილერი, უდო ვეინრიხი, პიტერ ბუში, მარკუს სტეკი და ქრისტინა დიმოპოულუ. ასევე მათ ეხმარებიან მდივნები ჰეიდი მარტინესი, პაოლა კარამპოგიუ და ერიკა დიტერი.